Accessibility links

logo-print logo-print

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი მუტირებული ვირუსის გამო განგაში ძლიერდება


მოელიან, რომ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 100 მილიონს გასცდება, რადგან იზრდება განგაში ახალი ტიპის გადამდები შტამების დიდი რაოდენობის გამო, რომლებიც ავლენენ ნიშნებს, რომ ისინი უფრო მომაკვდინებელი არიან და ნაწილობრივ მცირდება მათ მიმართ ვაქცინის ეფექტიანობაც.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც გამოავლინეს სამხრეთ აფრიკაში, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს მას მერე, რაც მისი ანტისხეულების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ახლა არსებული ვაქცინების ეფექტიანობა შეიძლება მცირე აღმოჩნდეს.

სამხრეთ აფრიკულ ვარიანტთან ერთად, გამოვლენილია ბრიტანული და ბრაზილიური ვარიანტებიც.

ბრიტანელმა მკვლევრების თანახმად, არის იმის დასტური, რომ ეს ვარიანტი არა მხოლოდ შემთხვევების რაოდენობის სწრაფ ზრდას იწვევს, არამედ შეილება უფრო მომაკვდინებელიც იყოს, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი.

აშშ-ის წამყვანი ექსპერტი ინფექციური დაავადებების სფეროში, ენტონი ფაუჩი შეუერთდა მღელვარებას სამხრეთ აფრიკული ვარიანტის გამო და უწოდა მას „განსხვავებული და უფრო საშიში, ვიდრე ბრიტანული“. ფაუჩიმ თქვა, რომ ამასთან, საქმე გვაქვს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის „ნაკლებ, ზომიერ შემცირებასთან ვირუსის ორი ვარიანტის მიმართ, მაგრამ ისინი მაინც ითვლება „ეფექტიანად ბრიტანული და სამხრეთაფრიკული შტამებს მიმართ“.

25 იანვარს მოდერნამ განაცხადა, რომ თავისი ვაქცინა, რომელიც აღიარებულია აშშ-ში, ევროპაში და სხვა ქვეყნებში, იმუნურ პასუხს იწვევს იმ ვარიანტების მიმართაც, რომლებიც პირველად აღმოაჩინეს დიდი ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში. თუმცა, ამერიკული ფირმის თანახმად, წინასწარმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მის ვაქცინას უფრო სუსტ იმუნური პასუხი აქვს სამხრეთაფრიკული ვარიანტის შემთხვევაში. მოდერნა აცხადებს, რომ მართალია, დაცვის დონე შენარჩუნებულია, ის მაინც იწყებს ახალ ვაქცინაზე მუშაობას, რომელიც უნდა შეებრძოლოს ახალ შტამს სახელწოდებით, ვარიატი B.1.351 უწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG