Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ისევ თბილისიდანაა


კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ისევ თბილისიდანაა. ეს შედეგი ქვეყანაში ჩატარებულმა 17 349-მა ტესტმა გამოავლინა.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 426,
  • აჭარა - 23,
  • იმერეთი - 202,
  • ქვემო ქართლი - 49,
  • შიდა ქართლი - 79,
  • გურია - 17,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 98,
  • კახეთი - 69,
  • მცხეთა-მთიანეთი - 22,
  • სამცხე-ჯავახეთი - 15,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში 1 050-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 254 822 შემთხვევა. მათგან 244 446 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 096 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG