ფრანკფურტში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა რკინიგზის სადგურის მახლობლად 26 იანვრის დილის საათებში მომხდარი თავდასხმის შედეგად. სააგენტო DPA-ს თანახმად, პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი. ინციდენტის სხვა დეტალები, მათ შორის, თავდასხმის მოტივისა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ, უცნობია.
შარშანდელ ოქტომბერ-ნოემბერში ავსტრიასა და საფრანგეთში მოხდა ტერაქტების სერია.
მაშინ გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა, რომ საჭიროა სიფხიზლის შენარჩუნება „ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან მომდინარე საფრთხის პირობებში“.
წინა წლებში რადიკალი ისლამისტების მონაწილებით გერმანიაშიც მოხდა რამდენიმე თავდასხმა.
დაწერეთ კომენტარი