Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა დავით წერედიანს სიკვდილის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიანიჭა


დავით წერედიანი
დავით წერედიანი

მთარგმნელსა და პოეტს დავით წერედიანს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიკვდილის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა.

„დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის დიდი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 იანვარს. მან ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე პრემია გადასცა დავით წერედიანის ოჯახს.

„ვაჟა-ფშაველას პრემიის აღნიშვნა ამ პანდემიის, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროსაც კი მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა ვითარდება და იგი მაინც იტოვებს თავის განმსაზღვრელ როლს საზოგადოებასა და ქვეყანაში.

კულტურას მაცოცხლებელი ძალა აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და გავამდიდროთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, როსტომ ჩხეიძეს გაწეული სამუშაოსათვის.

დავით წერედიანი 2019 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG