Accessibility links

logo-print logo-print

"დიდი შვიდეული" გმობს რუსეთის მიერ ნავალნის „პოლიტიკურად მოტივირებულ“ დაპატიმრებას და დემონსტრანტებზე ძალადობას


მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის მიერ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „პოლიტიკურად მოტივირებული“ დაპატიმრება და მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების „სასტიკი დარბევა“ .
26 იანვრის ერთობლივ განცხადებაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმაშფოთებელს“ უწოდებენ ნავალნის დაპატიმრებას და მის „უპირობო და დაუყოვნებლად“ გათავისუფლებას მოითხოვენ.

გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 17 იანვარს სამშობლოში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და მეორე დღეს 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელაღსრულების უწყების სარჩელის საფუძველზე.

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 23 იანვარს რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. სამართალდამცველებმა ბევრგან სასტიკი ძალის გამოყენებით დაშალეს აქციები და დააკავეს დაახლოებით 3500 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG