Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 100 მილიონს გადააჭარბა COVID-19-ის შემთხვევებმა, ვაქცინაციის ტემპის გარშემო იმედგაცრუების ფონზე


26 იანვარს მსოფლიოს გარშემო COVID-19-ის დადასტურებულმა შეთხვევებმა 100 მილიონს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ქვეყნები ცდილობენ შეაკავონ ვირუსის ახალი ვარიანტები და სამართლიანად გაანაწილონ ვაქცინები.

აშშ, სადაც დადასტურებულმა შემთხვევებმა 25 მილიონს გადააჭარბა, რჩება სახელმწიფოდ, სადაც ყველაზე მაღალია ინფექციის აფეთქების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი - რომელიც 425,000 ადამიანს აჭარბებს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით.

აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთის და ბრიტანეთის მონაცემები გლობალური მაჩვენებლის ნახევარზე მეტს შეადგენს. 100 მილიონი მსოფლიოს მოსახლეობის 1,3 პროცენტია, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ბევრი შემთხვევა აღურიცხავი რჩება და, ამდენად, რეალური მონაცემი სავარაუდოდ ბევრად მაღალი იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ დამატებით შეიძენს ვაქცინების 200 მილიონ დოზას - რაც საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ ყველა ამერიკელი აცრილი იყოს ზაფხულის ბოლოსთვის, ან შემოდგომის დასაწყისისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG