Accessibility links

logo-print logo-print

მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა


გიგა ყუფარაძე

საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com გამართული საერთაშორისო ონლაინტურნირი Titled Tuesday Blitz გიგა ყუფარაძის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა დიდოსტატმა გადამწყვეტ ტურში, ელვისებურ ჭადრაკში, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა, თერთმეტი შესაძლებლიდან ათი ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ნაკამურას ნახევარი ქულით გაუსწრო.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით გაიმართა და მასში მონაწილეობა 68 ქვეყნის 747-მა მოჭადრაკემ მიიღო. Titled Tuesday Blitz ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითი შეჯიბრებაა. ამასთან, მასში მონაწილეობენ მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG