Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ნაკრებების მატჩი თბილისში მაყურებლის გარეშე გაიმართება


საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2 თებერვალს რუსეთის ნაკრებს ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თამაშს მაყურებლები ვერ დაესწრებიან.

საქართველოს ნაკრებს პირველი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი თვე-ნახევრის წინ საფრანგეთთან სტუმრად გამართული მატჩით (4:4) გახსნა. ამავე ჯგუფშია სომხეთიც. აპრილამდე ყველა გუნდი ორ-ორჯერ დაუპირისპირდება ერთმანეთს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს რვა ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გაინაღდებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ფინალური ეტაპის ბოლო საგზურისთვის.

ევროპირველობა 2022 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება ამსტერდამსა და გრონინგენში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG