Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა დავოსის ფორუმზე განაცხადა, რომ ევროპა და რუსეთი ერთად უნდა იყვნენ


ვლადიმირ პუტინი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც წელს ონლაინ ტარდება.

რუსეთი და ევროპა ერთად უნდა იყვნენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობები ამჟამად ნორმალურია, მაგრამ ისინი კვლავ უნდა დაუბრუნდნენ დიალოგს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თანამშრომლობაში თანაბრად უნდა იყვნენ დაინტერესებული როგორც მოსკოვი, ისე ბრიუსელი.

მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და ევროპას მოეპოვებათ საერთო ფუნდამენტური ღირებულებები, მათ შორის - კულტურა. „ფაქტობრივად, ეს ერთი ცივილიზაციაა“, განაცხადა მან.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს ონლაინფორმატში ტარდება კორონავირუსის პანდემიის გამო. პუტინი ამ ღონისძიებაზე უკანასკნელად 2009 წელს გამოვიდა. მაშინ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა რეგულარულად აკრიტიკებს მოსკოვს ოპოზიციონერი აქტივისტების შევიწროებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა გამოდის წინადადებით, რუსეთს სანქციები დაუწესდეს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისა და მის მხარდასაჭერად გამართული აქციების ათასობით მონაწილის დაკავებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG