Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ მღვდელმთავრს შენდობა სთხოვა


დეკანოზი თადეოზ სალარიძე
დეკანოზი თადეოზ სალარიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიერ მიწოდებულ წერილს, რომელშიც დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს მღვდელმთავრისგან. ​

„მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან", - ნათქვამია დეკანოზის წერილში.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) სახარებისთვის შეუფერებელი უწოდა დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას, სადაც ის ამბობდა, რომ ბავშვი თუ პარაზიტია, სჯობს, პატარა მოკვდეს. დეკანოზის ქადაგება 26 იანვარს გავრცელდა მედიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG