Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გამოააშკარავეს ჰაკერები, რომლებმაც დასავლეთის ბანკებს 2,5 მლნ დოლარი მოჰპარეს


უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა კოლეგებთან ერთად ევროპოლიდან, აშშ-იდან და გერმანიიდან გამოააშაკარავეს ჰაკერების ჯგუფი, რომელიც მასირებულ კიბერთავდასხმებს ახოციელებდა ევროპისა და ამერიკის საბანკო დაწესებულებებზე. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა 27 იანვარს.

დაჯგუფება, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებდა, კომპიუტერებში შედიოდა სპეციალური პროგრამით, რომელიც პაროლებისა და საგადასახადო მონაცემების მოსაპარად არის გამიზნული.

ბოროტმოქმედთა მსხვერპლი გახდნენ საფინასო დაწესებულებები მთელს მსოფლიოში - დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდში, ლიეტუვასა და აშშ-ში. საერთო ჯამში მოტაცებულია 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა.

ბოროტმოქმედები ხარკოვიდან და ხარკოვის ოლქიდან მოქმედებდნენ. ჩხრეკის შედეგად გამოვლინდა და ამოღებულ იქნა კომპიუტერული და სერვერული მოწყობილობა, რომელიც ბოროტმოქმედების ჩასადენად გამოიყენებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG