Accessibility links

site logo site logo

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია


დღეს დილით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა არ შედგება კორონავირუსით მისი ინფიცირების გამო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00

მოჰამად ჯავად ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

საქართველოში ვიზიტამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის "რეგიონული ტურის მიზანია მეზობელ ქვეყნებთან განიხილოს გასულ წელს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ახალი ვითარება და რეგიონის განვითარების და უსაფრთხოების პერსპექტივები".

ხვთისიაშვილის ინფორმაციით, თბილისში შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლიბის საკითხები და რეგიონის უსაფრთხოების თემები.

რეგიონული ტურნეს დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG