Accessibility links

site logo site logo

ადვოკატები ამბობენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება მელაშვილი-ილიჩოვას დანაშაულის დამადასტურებლად


"დღეის მდგომარეობით, ამ საქმეში, ფაქტობრივად, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოდგება იმისთვის, რომ რაიმე ფორმით დანაშაულებრიობა დაამტკიცოს ამ ორი ადამიანის, თუმცა ასეთი ბუნებაშიც ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ" – თქვა "კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებადე გამართულ ბრიფინგზე, სადაც ბრალდებულების ადვოკატები აჯამებნდნენ საქმის მიმდინარეობას და საზოგადოებას აცნობდნენ მოთხოვნებს, რომელსაც დააყენებენ 28 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე.

დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართავს, მათ შორის წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების გათავისუფლების და მტკიცებულებათა ნაწილის დაუსვებლად ცნობის შუამდგომლობებით. როგორც ადვოკატები განმარტავენ, თუკი ეს საქმე სასამართლოში მაინც გაგრძელდება, მას შემდეგ რაც პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ დასრულებულია, აღარ არსებობს საფრთხე, რის გამოც ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან - ისინი ვერ მოახდენენ მოწმეებზე ზემოქმედებას და ვერ გააყალბებენ მტკიცებულებებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელთა დაუშვებლად ცნობასაც ითხოვს გამოძიება, ესაა ექსპერტიზების ნაწილი, სადაც დაცვის მხარის თქმით, დაინტერესებული პირები იყვნენ მიწვეული ექსპერტებად მიწვეულები და ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც სექტემბერსა და ოქტომბრის თვეშია მოპოვებული და რომელიც დაცვის მხარეს მხოლოდ სასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე გადაეცა. წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულების ადვოკატებს ამ მასალაზე წვდომა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ეზღუდებოდათ.

"ეს არ იყო შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი სირთულე და უკანონობა, როგორიც იყო პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა. ასეთი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ შეზღუდვა ბრალდებულთან სათანადო შეხვედრის. ასევე სასამართლოს არაერთი უარი დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომ მოგვეპოვებინა მტკიცებულებები და ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არაჯანსაღი ჩართულობა ამ საქმეში, რამაც გააჭიანურა დაცვის მხარის ექსპერტიზის ჩატარების პროცესი" - თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას სასამართლო სხოდმა 28 იანვარს, დღის 2 საათზეა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG