Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე გირაოს მოითხოვს


პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

"ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ, ყველაზე მკაცრი აღაკვეთის ღონისძიების გამოყენებას"- განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, დაკავებულების ბრალეულობა დადასტურებულია მტკიცებულათა საკმაოდ მაღალი სტანდარტით, "მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება" შესაბამისად ამ ეტაპზე აღარ არსებობს პატიმრობის აუცილებლობდა. მისი განმარტებით, ახლა დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების აქცენტი გაკეთდება იმ პირების დადგენაზე, ვისი დავალებითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ.

„ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა სადრაძემ.

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა. ამ საქმეზე ის პროკურატურაში მესამედ იკითხება.

საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის წინასასამართლო სხდომა.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან მიმდინარეობს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭრეთა აქცია.

დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართავს, მათ შორის წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების გათავისუფლების და მტკიცებულებათა ნაწილის დაუსვებლად ცნობის შუამდგომლობებით. როგორც ადვოკატები განმარტავენ, თუკი ეს საქმე სასამართლოში მაინც გაგრძელდება, მას შემდეგ რაც პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ დასრულებულია, აღარ არსებობს საფრთხე, რის გამოც ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან - ისინი ვერ მოახდენენ მოწმეებზე ზემოქმედებას და ვერ გააყალბებენ მტკიცებულებებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელთა დაუშვებლად ცნობასაც ითხოვს გამოძიება, ესაა ექსპერტიზების ნაწილი, სადაც დაცვის მხარის თქმით, დაინტერესებული პირები იყვნენ მიწვეული ექსპერტებად მიწვეულები და ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც სექტემბერსა და ოქტომბრის თვეშია მოპოვებული და რომელიც დაცვის მხარეს მხოლოდ სასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე გადაეცა. წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულების ადვოკატებს ამ მასალაზე წვდომა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ეზღუდებოდათ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ გუშინ, 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG