Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ძმა და ადვოკატი დააკავეს, პოლიციამ 15-მდე ჩხრეკა მოაწყო


ალექსეი ნავალნი და მისი კოლეგები კორუფციასთან ბრძოლის ფონდში პოლიციის მიერ მოწყობილი ჩხრეკისას. 2015 წელი.
ალექსეი ნავალნი და მისი კოლეგები კორუფციასთან ბრძოლის ფონდში პოლიციის მიერ მოწყობილი ჩხრეკისას. 2015 წელი.

ალექსეი ნავალნის ორი ახლო ახლო მოკავშირე დააკავეს 48 საათით სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ბრალდებით რამდენიმე საათით ადრე, სანამ სასამართლო განიხილავდეს კრემლის ოპონენტის 30 დღით დაპატიმრების საქმეს.

ალექსეი ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი და კორუფციასან ბრძოლის ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლი, საპატიმროში იქნებიან ორი დღის განმავლობაში, სანამ სასამართლო არ მიიღებს მათ შესახებ შემგომ გადაწყვეტილებას. ამის თაობაზე გვიან 27 იანვარს გაავრცელეს ცნობა ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა და ნავალნის მოკავშირემ, ლეონიდ ვოლკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ნავალნის და მისი მოკავშირეების 15-მდე ბინასა და ოფისში.

ყველა შემთხვევაში სამართალდამცველებმა წაიღეს ტექნიკა და ელექტრომოწყობილობები. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანახმად, ჩხრეკების უმრავლესობა ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის ჩარჩოებში, რომელიც აღძრულია სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევის გამო. საქმე აღიძრა ნავალნის მომხრეთა დემონსტრაციების დროს. რუსეთის კანონით, ამ დარღვევის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დარღვევას გაუფრთხილებლობის გამო მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დამნაშავეებს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

28 იანვარს სასამართლო განიხილავს სარჩელს დადგენილების შესახებ, რომელიც ეხება ნავალნის დაპატიმრებას 30 დღით, რათა სხვა სასამართლომ თებერვლის დასაწყისში გადაწყვეტილება მიიღოს სამ ნახევარ წლიანი პირობითი სასჯელის შეცვლის შესახებ. ეს საქმე ეხება ქონების მიტაცებას, რაც მიჩნეულია შეთითხნილ, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG