Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ გაიკეთა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა


გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

გენერალური მდივანი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პუნქტში აცრეს. გუტერეშმა აცრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაიხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინის სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ.

გასული წლის დეკემბერში ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთებას მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს და საჯაროდ აიცრება.

გაეროს გენერალური მდივანი 71 წლისაა, ამიტომ მოექცა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა ჯგუფში, რომლის წარმომადგენლებსაც ნიუ-იორკში ამ ეტაპზე ცრიან სკოლების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სასურსათო მაღაზების თანამშრომლებთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG