Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავას თქმით, საუბარია 15 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე


საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, 15 თებერვლიდან ამუშავდეს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

"15 თებერვლიდან, თუ არ მოგვეცა საშუალება მანამდე, იხსნებიან ბაზრობები, ვსაუბრობთ სკოლებზე, ტრანსპორტზე", - თქვა მინისტრმა.

1 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების მიუხედავად, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებული იქნება. კვლავ შეწყვეტილი იქნება საქალაქთაშორისო მიმოსვლაც.

საქართველოს 8 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28 ნოემბრიდან გაჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG