რუმინეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 4 პირი დაიღუპა ბუქარესტის იმ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სადაც COVID-19-ის ინფექციის მატარებელ პაციენტებს მკურნალობდნენ.
რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რაედ არაფატეს ცნობით, სამი პაციენტი მატეი ბალსის სახელობის საავადმყოფოში ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს, მეოთხე კი - რეანიმაციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ხანძრის გამო კოვიდსაავადმყოფოდან 60 ავადმყოფის გადაყვანა მოხდა სხვა სასწავლო დაწესებულებაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.
რუმინეთი, ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსს, რომლითაც, პანდემიის განმავლობაში, 721 000 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო სულ მცირე 18 000 დაიღუპა.
დაწერეთ კომენტარი