Accessibility links

logo-print logo-print

პენტაგონი: თალიბანი არ ასრულებს ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს


პენტაგონი

პენტაგონი აცხადებს, რომ თალიბანი არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ექსტრემისტულმა ჯგუფმა იკისრა გასულ წელს აშშ-სთან, ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

"თალიბანი არ ასრულებს ვალდებულებებს, შეამციროს ძალადობა და გაწყვიტოს კავშირი ალ-ყაიდასთან" - უთხრა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს 28 იანვარს და დასძინა: "მათი მხრიდან ტერორიზმის და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებზე ძალადობრივი თავდასხმების უარყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა... ართულებს სამომავლო პერსპექტივას მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების მიღწევაზე, თუმცა ჩვენ კვლავაც ამ მიზნის ერთგულნი ვრჩებით".

გასული წლის თებერვალში, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმებით ავღანეთი უცხოეთის ყველა ძალამ უნდა დატოვოს 2021 წლის მაისამდე, ექსტრემისტული ჯგუფის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების, მათ შორის, ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ. შეთანხმებამ თალიბანს დააკისრა ვალდებულება, შეწყვიტოს თავდასხმები აშშ-ის ძალებზე, შეამციროს ქვეყანაში ძალადობა და სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოოს ავღანეთის მთავრობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG