Accessibility links

site logo site logo

უკრაინის პარლამენტმა აკრძალა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსეთის ვაქცინების დამტკიცება


უკრაინის პარლამენტის წევრებმა დიდი უმრავლესობით მისცეს ხმა აკრძალვას რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინების დამტკიცებაზე.

ამავდროულად, პარლამენტმა 29 იანვარს შეამსუბუქა რეგისტრაციის პროცესი აშშ-ის, ევროკავშირის, ჩინეთის, ინდოეთის და მექსიკის ვაქცინებისთვის.

უკრაინაში ჯერჯერობით არ დაწყებულა მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი.

მთავრობა მოელის, რომ თებერვალში, COVAX-ის გლობალური ინიციატივის ფარგლებში მიიღებს Pfizer Inc-ის და BioNTech-ის ვაქცინების 100,000-დან 200,000-მდე დოზას.

უკრაინის მთავრობა ხშირად აცხადებდა, რომ კიევი არ დაამტკიცებდა რუსეთში წარმოებულ ვაქცინას. უკრაინის ურთიერთობა რუსეთთან დაძაბულია 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ამ კონფლიქტს 14,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო კვირებში ქვეყანაში ეცემა ინფიცირების ახალი შემთხვევების, სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

მარტის ბოლოდან ქვეყანაში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 1.2 მილიონზე მეტი შემთხვევა, დაიღუპა 22,000-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG