Accessibility links

site logo site logo

ბათუმში 34 წლის მუშა გარდაიცვალა მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად


დღეს, 29 იანვარს, ბათუმში ანგისის დასახლებაში​ ​ბავშვთა საავადმყოფოსთან მდებარე მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა.

აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მშენებლობაზე დასაქმებული 34 წლის მამია ბერიძე სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ დოდო ექვაბიშვილმა თქვა, რომ გარდაცვლილი ახლა თავის ოჯახშია გადასვენებული. მისივე თქმით, 34 წლის მუშის მშენებლობაზე დაღუპვის შემთხვევას პროფკავშირული გაერთიანება ახლა სწავლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG