Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, სპორტული ჟურნალისტები არ დაუშვას საქართველოსა და რუსეთის მატჩზე


ფოტოარქივი: საქართველოსა და რუსეთის დროშები ორი ქვეყნის სარაგბო ნაკრებების შეხვედრის დროს, 17 მარტი, 2012 წ.
ფოტოარქივი: საქართველოსა და რუსეთის დროშები ორი ქვეყნის სარაგბო ნაკრებების შეხვედრის დროს, 17 მარტი, 2012 წ.

7 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მატჩი მაყურებლის გარეშე რომ გაიმართება, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოცხადდა. ახლა კი გაირკვა, რომ სტადიონზე შესვლას ვერც თამაშის გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეძლებენ.

„საქართველოს რაგბის კავშირის COVID-19-ის რეგულაციების შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-5 (ბოლო) ტურის, საქართველო-რუსეთის მატჩზე (7 თებერვალი, 15:00, მ.მესხის სტადიონი) მედია საშუალებების წარმომადგენლები არ დაიშვებიან" - დაწერა საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურ ვებსაიტსა და ფეისბუქზე, მაგრამ განცხადება მალევე წაშალა. სავარაუდოდ, ქომაგებისა და ჟურნალისტების მკაცრი რეაქციის გამო.

ბორჯღალოსნები 2021 წლის სეზონის პირველი თამაშისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. საქართველოს რაგბის კავშირში კი დღევანდელი განცხადების გარეშეც ბევრი რამაა გასარკვევი. ერთი თვის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტის მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაცია შეუჩერა, წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG