Accessibility links

site logo site logo

არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის ცემის ფაქტზე შსს-მ კაცი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში დააკავეს არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი - "KOMBAT"-ის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, სასამართლომ გაიზიარა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG