Accessibility links

site logo site logo

გაეროს ხვეწნის მიუხედავად, ირანმა სიკვდილით დასაჯა ბელუჯების უმცირესობის წარმომადგენელი


ჯავიდ დეჰღანი

ირანის ხელისუფლებამ 30 იანვარს სიკვდილით დასაჯა ეთნიკური ბელუჯი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი ირანის უშიშროების ძალების წარმომადგენლების მოკვლისთვის. ირანმა სასჯელი აღასრულა მიუხედავად გაეროს მოწოდებისა, შეჩერდეს მისი და სხვა გასამართლებულთა სიკვდილით დასჯა ბრალდებულთა ჩამოხრჩობის ამჟამინდელი სერიის განმავლობაში.

ირანის სასამართლო სისტემის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ჯავიდ დეჰღანი ჩამოახრჩვეს ხუთი წლის წინ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი წევრის მოკვლისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სისტან-ბელუჯისტანში.

ინფორმაციის თანახმად, ის იყო მეამბოხე სუნიტთა ჯგუფის, „ჯაიშ ალ-ადლის“ ლიდერი.

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ემუდარებოდა ირანს, „მისი და სხვათა სიკვდილით დასჯის თაობაზე საქმეებისთვის გადაეხედა ადამიანის უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად.“

Amnesty International-ის თანახმად, ირანში, ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე უფრო აქტიურად წარმოებს სიკვდილით დასჯა. ორგანიზაციამ ირანის სასამართლოს ბრალი დასდო, რომ მან დეჰღანის გამოუტანა განაჩენი, რომელიც „დალაქავებულია წამებით“ მოპოვებული აღიარებითა და სასამართლო პროცესის დროს დარღვევათა „შემაძრწუნებელი სიით“.

აქტივისტები ირანის ფარგლებს გარეთ უკანასკნელი კვირების განმავლობაში შეშფოთებას გამოხატავდნენ მრავალრიცხოვანი ეთნიკური ბელუჯების სიკვდილით დასჯის ან მათთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისთვის.

ირანის უმცირესობებისადმი რეპრესიული ზომები, რაც დეკემბერში დაიწყო, როგორც ჩანს, „განსაკუთრებით მიმართულია ქურთების, აჰვაზი არაბებისა და ბელუჯების თემთა წინააღმდეგ,“ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG