Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევიდან 191 თბილისიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევიდან 191 თბილისიდანაა. ინფიცირებულები 12 700 ჩატარებული ტესტით გამოვლინდნენ, დადებითობის მაჩვენებელი კი 3,8 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • აჭარა - 25,
  • იმერეთი - 90,
  • ქვემო ქართლი - 27,
  • შიდა ქართლი - 28,
  • გურია - 24,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 44,
  • კახეთი - 31,
  • მცხეთა-მთიანეთი - 10,
  • სამცხე-ჯავახეთი -8,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 491-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ბოლო 24 საათში კოვიდით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 258 111 შემთხვევა. მათგან 249 028 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 178 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG