შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 29 წლის კაცი დააკავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ დედას - 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაწერეთ კომენტარი