Accessibility links

logo-print logo-print

არეულობა მარსელში - ფანებმა საფეხბურთო კლუბის ბაზა დაარბიეს


ფოტოარქივი: ფეხბურთის ფანები მარსელში, 2016 წ.

საფრანგეთში, საფეხბურთო კლუბ „მარსელის“ საშინაო მატჩი ფანების აგრესიის გამო ჩაიშალა. გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით გაღიზიანებული ორასამდე ფანი „მარსელის“ ბაზაზე შეიჭრა. პეტარდებით და ფეიერვერკებით გააჩინეს ხანძარი, დაარბიეს შენობა, დაჭრეს მცველი ალვარო გონსალესი და გაძარცვეს მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშის ოთახი. სამართალდამცავებს არეულობის აღსაკვეთად დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდათ. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ინციდენტისას დაიჭრა სამი პოლიციელი და დაზიანდა სპეცტექნიკა. დაკავებულია ოცდახუთი ფანი.

„მარსელი“ საფრანგეთის ჩემპიონატში, ოცდაერთი ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა და ლიდერთა ჯგუფს დიდი სხვაობით ჩამორჩება. ვილაშ-ბოაშის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ცხრა თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ბოლო ოთხ თამაშში კი ქულაც ვერ მოიპოვა. ქომაგები კლუბის პრეზიდენტის, ჟაკ-ანრი ეიროს გადაყენებას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG