Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში პოლიცია ძალისმიერ მეთოდებს იყენებს მომიტინგეთა წინააღმდეგ


პეტერბურგში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით აკავებენ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვენ.

მრავალი თვითმხილველის თქმით, პოლიცია ელექტროშოკს იყენებს. იუწყებიან დაზარალებულთა შესახებ. დაკავებულთა შორის რამდენიმე ჟურნალისტია.

ორგანიზაცია OVD-info-ს თანახმად, პეტერბურგში ადგილობრივი დროით 14 საათისთვის ასამდე ადამიანი დააკავეს. ამავე ორგანიზაციის ცნობით, მთელი რუსეთის მასშტაბით დაკავებულია 1500 მომიტინგე, მათი უმრავლესობა - მოსკოვში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელისფლებას მათი და ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG