Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიატიგორსკში ნავალნის მომხრეთა აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს ჟურნალისტი


პიატიგორსკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე დააკავეს „კავკაზ რეალიის“ კორესპონდენტი, რომელიც რედაქციის დავალებას ასრულებდა და იღებდა მიტინგს ლენინის მოედანზე.

იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტს სარედაქციო დავალება ჰქონდა, მასზე შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციული დარღვევის თაობაზე - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოქალაქეთა ერთდროულად მასობრივი ყოფნისთვის, რასაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა მოჰყვა.

ჟურნალისტი სხვა რეპორტიორებთან ერთად იმყოფება პიატიგორსკის პოლიციის განყოფილებაში. განყოფილებაში მთლიანობაში 50-მდე ადამიანი ჰყავთ დაკავებული.

კვირას მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებმაც გააპროტესტეს ალექსეი ნავალნის დაკავება. უფლებადამცველთა თანახმად, სამართალდამცავებმა დააკავეს დაახლოებით 4500 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG