Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 9056 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 240 შემთხვევა. წინა დღესთან შედარებით 3644-ით ნაკლები ტესტი გაკეთდა. ახალი შემთხვევების რიცხვი 239-ით ნაკლებია. როგორც წესი, უქმე დღეებში ტესტირების მაჩვენებელი იკლებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 681-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 258 351 შემთხვევა. მათგან 249 709 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3194 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG