Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 100-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევიდან მესამედზე ნაკლები თბილისზე მოდის. თუმცა შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. ქვეყანაში 9 056 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,65 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 86;
  • აჭარა - 15,
  • იმერეთი - 37,
  • ქვემო ქართლი - 19,
  • შიდა ქართლი - 21,
  • გურია - 3,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 28,
  • კახეთი - 17,
  • მცხეთა-მთიანეთი - 6,
  • სამცხე-ჯავახეთი - 8,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი. ამავე პერიოდში 681-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 258 351 შემთხვევა. მათგან 249 709 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 194 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG