Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პრეზიდენტს ონლაინ-რეჟიმში აირჩევს


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია, რომლისთვისაც 10-12 მარტს ათენს უნდა ემასპინძლა, COVID-19-ის პანდემიის გამო, ონლაინ-რეჟიმში გაიმართება და დისტანციურადვე გადაწყდება სესიის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი. ხმის უფლების მქონე დელეგატები სწორედ ონლაინ-რეჟიმში დაუჭერენ მხარს სოკ-ის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის, მოქმედ პრეზიდენტ თომას ბახისთვის, უფლებამოსილების კიდევ ოთხი წლით გაგრძელებას.

გერმანელი თომას ბახი ოლიმპიურ მოძრაობას სათავეში 2013 წელს ჩაუდგა. 67 წლის ვეტერანი სპორტსმენი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეცხრე პრეზიდენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG