Accessibility links

site logo site logo

გერმანია არ გამორიცხავს რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას


გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, გერმანია მზადაა განიხილოს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული და ჩინური ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში, თუკი ევროკავშირის მარეგულირებლები დაამტკიცებენ მათ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - იენს შპანი
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - იენს შპანი

„თუკი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული, ის შეიძლება დაგვეხმაროს პანდემიის დაძლევაში“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung- თან ინტერვიუში.

ასევე ბავარიის რეგიონის ლიდერმა მარკუს სოდერმა განაცხადა, რომ გერმანიამ რუსული Sputnik V-სა და ჩინური ვაქცინის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილოს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს 16 რეგიონის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს, სადაც ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის გაუმჯობესების საკითხს განიხილავენ.

„გერმანიის მთავრობა შეეჩეხა მზარდ უკმაყოფილებას 16 რეგიონისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, რადგან ისინი იყვნენ არასაკმარისად მონდომებულები, რომ მიეღოთ ვაქცინის საჭირო მარაგი და არასაკმარისად დაჟინებულები ევროკომისიის მიმართ, იმისთვის რომ გადაერჩინათ მეტი სიცოცხლე“, - წერს გამოცემა გარდიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG