Accessibility links

site logo site logo

ცხინვალში კორონავირუსით 36 წლის კაცი გარდაიცვალა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსს 36 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კაცი ე.წ. "რესპუბლიკის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის" "წითელ ზონაში" Covid-19-სგან გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა.

ამჟამად, ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო ცენტრის "წითელ ზონაში" კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს. ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან Covid-19-ის 2 800 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG