Accessibility links

site logo site logo

ჩინეთში 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ყალბი ვაქცინის წარმოებისთვის


ჩინეთის პოლიციამ სამ პროვინციაში დააკავა 80-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ფიზიოლოგიურ ხსნარს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სახელით ყიდდნენ. სექტემბრის თვიდან მათ 3000-ზე მეტი ეგრეთ წოდებული ვაქცინა „აწარმოეს“. ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჩინეთი ამჟამად მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ორ პრეპარატს იყენებს: Sinovac-სა და Sinopharm-ს, რომლებიც მიეწოდება სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის - თურქეთს.

თავდაპირველად Sinovac-ის კომპანიამ თქვა, რომ მათი ვაქცინების ეფექტიანობა 78%-ზე მეტია, მაგრამ ბრაზილიაში მათი კვლევის შემდგომ ეტაპებზე ვაქცინამ 50,38% ეფექტიანობა აჩვენა.

არაერთმა ქვეყანამ შეაჩერა ამ პრეპარატის მათთან შეტანა და მწარმოებლებს დამატებითი მონაცემის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG