Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლომ რუსეთს ამცნო, რომ ნავალნის მოწამვლის საქმის განიხილავს


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ რუსეთის წარმომადგენელს ამცნო, რომ განსახილველად მიიღო რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე.

საქმე იქნა იანვრის შუა რიცხვებში იქნა გადაცემული. ამის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნა სასამართლოს ვებ გვერდზე.

ნავალნის მოწამვლის თაობაზე პირველი საჩივარი სასამარლოს გადაეცა ომსკში მისი ჰოსპიტალიციის მეორე დღეს, წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მასში ნავალნის ადვოკატები მოითხოვენ აღიარებას, რომ კრემლის ოპონენტის მიმართ დარღვეული იქნა ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის მუხლი ადამიანის სიცოცხლის უფლების შესახებ. ოქტომბერში გავრცელდა ცნობა, რომ საქმეს დაემატა მასალა და განსახილველად მიიღეს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას დაუსვა შეკითხვა, ხომ არ დაირღვა სიცოცხლის უფლება ამ საქმეში განსაკუთრებით იმ მხრივ, შესრულებული იქნა თუ არა ვალდებულება მოწამვლის საქმის ეფექტიანად განხილვის შესახებ. ამის თაობაზე ტვიტერით გაავრცელა ცნობა, უფლებადამცველი ჯგუფის „აგორას“ ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა.

უფრო ადრე ტომსკის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია გამომძიებლების უარი, აღეძრათ საქმე ნავალნის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე.

სასამართლომ უარი უთხრა ნავალნის, დაებრუნებიანათ მისთვის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა თვითმფრინავში, სადაც გული წაუვიდა. ნავალნი თვლის, რომ ეს ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება შეიძლება იყოს მათზე მომწამვლელი ნივთიერების შესაძლო კვალის გამო.

ნავალნი მოწამლეს 20 აგვისტოს, როცა გონება დაკარგა მოსკოვში ტომსკიდან მიმავალ თვითმფრინავში. ის ოჯახის მოთხოვნით გადაიყვანეს ბერლინში, სადაც მკურნალობის შემდეგ კომიდან გამოვიდა. 18 იანვარს ბერლინიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე ნავალნი დააკავეს და იმყოფება საპატიმროში ერთთვიანი ვადით. მომავალში დაგეგმილმა სასამართლომ უნდა განიხილოს მისი საქმე, ადრე გამოტანილი პირობითი განაჩენის რეალურით შეცვლის შესახებ. ნავალნი უარყოფს ბრალდებებს და თვლის, რომ ისინი შეთითხნილი და პოლიტიკურად მოიტივრებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG