Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის სასამართლომ განაახლა დონბასში ბოინგის ჩამოგდების საქმის განხილვა


MH17-ის კატასტროფის დროს დაღუპულ მგზავრთა მემორიალი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ჰრაბოვესთან.
MH17-ის კატასტროფის დროს დაღუპულ მგზავრთა მემორიალი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ჰრაბოვესთან.

ნიდერლანის სასამართლომ განაახლა პროცესი, რომელზეც განიხილავენ „სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეს დონეცკში, 2014 წელს.

საქმის არსებითი განხილვა ინიშნება 7 ივნისისთვის. აპრილამდე სასამართლომ უნდა გამოკითხოს MH-17-ის რეისის საქმეში ექსპერტები, მათ შორის ნიდერლანდის აეროკოსმონავტიკის ცენტრის და ბელგიის სამეფო აკადემიის და რუსეთის თავდაცვითი კომპლლექსის, „ალმაზ-ანტეის“ წარმომადგენლები. საერთაშორისო გამოძიების თანახმად, „ბოინგი“ ჩამოაგდო რუსულმა, „ალმაზ-ანტეის“ მიერ წარმოებულმა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა, „ბუკმა“.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17-ს, ჩამოვარდა უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის ივლისში. თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი მგზავრი დაიღუპა.

2019 წლის ივნისში ნიდერლანდის პროკურატურამ მკვლელობის ოფიციალური ბრალდება წაუყენა რუსეთის სამ მოქალაქეს, მათ შორის დონეცკის სეპარატისტების ჯარის მეთაურს, იგორ სტრელკოვს (გირკინი) და უკრაინის ერთ მოქალაქეს.

რუსეთი უარყოფს კატასტროფასთან კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG