Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ConIFA-ის ევროპის თასის თამაშები ნიცაში გაიმართება, სიაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც არიან


ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციამ (ConIFA) გამოაქვეყნა ევროპის თასის თამაშების მონაწილეთა სია. თამაშები საფრანგეთში, ნიცაში გაიმართება, მიმდინარე წლის 9-19 ივნისს.

მონაწილეთა შორის არიან ნაკრებები ნიცის საგრაფოდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, პადანიადან, ლაპლანდიიდან, ჩრდილოეთ სომხეთიდან, ჩრდილოეთ კვიპროსიდან, მთიანი ყარაბაღიდან, სცეკელის მხარიდან, ჩამერიიდან, სარდინიიდან და კორნუოლიდან.

სიაში სარეზერვო გუნდებიც არიან, იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე ნაკრები, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა, ვერ შეძლებს ტურნირში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG