Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან თამაშის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა


საქართველოს სარაგბო ნაკრები 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის ოცდათექვსმეტი მორაგბით მოემზადება. „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა დღეს დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ათი ისეთი მოთამაშე შეიყვანა, სანაკრებო ფორმა აქამდე ერთხელაც რომ არ მოურგიათ.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირება რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩია. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის, სატურნირო თვალსაზრისით, თამაშის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა.

მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვირას 15:00 საათზე დაიწყება და, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე გაიმართება. საქართველოს რაგბის კავშირის წინასწარი გეგმით, მაყურებლების მსგავსად, ვერც ჟურნალისტები უნდა დასწრებოდნენ მომავალ თამაშს, მაგრამ ქართული რაგბის მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა.

საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არიან: შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია, უშანგი ჭეიშვილი, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, გიორგი მელიქიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, გიორგი ჯავახია, დავით გიგაური, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ბექა საღინაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ირაკლი ცხადაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნიკა სუხაშვილი, თორნიკე ჯალაღონია, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, აკა ტაბუცაძე, ოთარ ლაშხი, დემე თაფლაძე, მირიან მოდებაძე, თამაზ მჭედლიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, დავით ნინიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG