Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი მკაცრად აკრიტიკებს პუტინს ნავალნის მომხრეებზე ზეწოლის გამო, გამოდის გაფრთხილებით ირანისა და ჩინეთის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზომების მიღებას, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ხელკეტები და ელექტროშოკი გამოიყენა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

1 თებერვალს, ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში ბლინკენი ამბობს, რომ ის "ღრმად შეშფოთებულია ძალადობრივი ზეწოლით".

ამავე ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთი "შემაძრწუნებლად" მოიქცა ჰონგ-კონგისთვის ძირის გამოთხრის მიზნით, და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანს რამდენიმე თვე აშორებს ბირთვული იარაღისთვის საჭირო საწვავის გამომუშავების შესაძლებლობისგან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების უკან ვაშინგტონი დგას და ამას მიიჩნევს "უხეშ ჩარევად რუსეთის საქმეებში".

"რუსეთის მთავრობა მძიმე შეცდომას უშვებს, თუკი თვლის, რომ ეს ჩვენ გვეხება" - ამბობს ბლინკენი NBC News-სთვის მიცეულ ინტერვიუში. "ეს მათ ეხება. ეს ეხება მთავრობას. ეს ეხება ფრუსტრაციას, რომელსაც რუსი ხალხი გრძნობს კორუფციასთან და ავტოკრატიასთან მიმართებით. ვთვლი, რომ მათი მზერა ქვეყნის შიგნით უნდა იყო მიმართული და არა გარეთ" - ამბობს სახელმწიფო მდივანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG