Accessibility links

site logo site logo

კოსოვომ ოფიციალური კავშირი დაამყარა ისრაელთან, აპირებს საელჩოს გახსნას იერუსალიმში


კოსოვომ და ისრაელმა ოფიციალურად დაამყარეს დიპლომატიური კავშირი, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების თანახმად, კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, სელჩოს იერუსალიმში გახსნის.

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელიზა ჰარადინაი-სტუბლამ და მისმა ისრაელელმა კოლეგამ, გაბი აშკენაზიმ ურთიერთობის დამყარების დეკლარაციას ხელი მოაწერეს 1 თებერვალს, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო ვირტუალურად გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ასევე ერთმანეთს დაუკავშირეს ორი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლებიც ითვალისწინებს დიპლომატიური კონსულტაციების და თანამშრომლობის საკითხებს.

ჰარადინიაი-სტუბლას თქმით, დიპლომატიური კავშირების დამყარება "შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ის მხრიდან გზის დალოცვის და მყარი ერთგულების გარეშე". "დღეს ისრაელი ხდება 117-ე სახელმწიფო, რომელიც კოსოვოს აღიარებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ. ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და დღეიდან როგორც ორი სახელმწიფო ვიწყებთ ურთიერთობას" - დასძინა მან.

სექტემბერში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსოვოს და მისი მეტოქე სერბეთის ლიდერები თეთრ სახლში გამართულ სამიტზე შეკრიბა იმ მიზნით, რომ წინ წაწეულიყო სამუშაო ამ ორ ბალკანელ მეზობელს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით. თუმცა სამიტი დიდწილად გადაფარა თეთრი სახლის განცხადებამ, რომ კოსოვო დათანხმდა ისრაელის აღიარებას. იმ შეხვედრაზე ბელგრადმაც განაცხადა თანხმობა ისრაელში მისი საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე, თუმცა ეს ნაბიჯი მას ჯერჯერობით არ გადაუდგამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG