Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 271 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 858 შემთხვევა:

თბილისი - 339;

იმერეთი - 158;

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 85;

აჭარა - 53;

შიდა ქართლი - 50;

ქვემო ქართლი - 49;

კახეთი - 44;

გურია - 38;

მცხეთა-მთიანეთი - 21;

სამცხე-ჯავახეთი - 15;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 580-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 5%;

ბოლო 7 დღის - 3,8%;

ბოლო 14 დღის - 4,8%.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 28 იანვარს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% შვიდი დღის განმავლობაში, უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა".

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 259 209 შემთხვევა. მათგან 250 289 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3208 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG