Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო ჟურნალისტ დენიელ პერლის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლება


დენიელ პერლის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი, აჰმედ ომარ საეედ შეიხი
დენიელ პერლის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი, აჰმედ ომარ საეედ შეიხი

პაკისტანის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით საპატიმრო უნდა დატოვოს აჰმედ ომარ საეედ შეიხმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის მკვლელობაში. 2002 წელს პერლი ჯერ გაიტაცეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ლონდონის ეკონომიკის სკოლის ყოფილი სტუდენტი, შეიხი, 2002 წელს დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს ანტიტერორისტულ სასამართლოზე. მასთან ერთად დაპატიმრებულ სამ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა, პერლის გატაცებასა და სიკვდილში მათი როლის გამო.

სამკაციანმა სასამართლო კოლეგიამ 2 თებერვალს ხელახლა განიხილა და ძალაში დატოვა თავისი ერთი კვირის წინანდელი გადაწყვეტილება, რასაც საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა.


უზენაეს სასამართლოში შეიხის გათვისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრა სინდჰის მთავრობის პროკურორმა, რომელმაც პეტიცია 29 იანვარს შეიტანა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ორი ხმით ერთის წინააღმდეგ გაამართლეს ბრიტანეთში დაბადებული აჰმედ ომარ საეედ შეიხი. მოსამართლეებმა შეიხის და მასთან ერთად კიდევ სამი ბრალდებულის გათავისუფლების ბრძანება გასცეს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ "აღშფოთებულია" ამ გადაწყვეტილებით. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას უწოდებს "ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფას ყველგან".

გასული წლის აპრილში, ქვედა ინსტანციის სასამართლომ 47 წლის შეიხი მკვლელობაში გაამართლა, მისი განაჩენი შეამცირა გატაცების შესაბამისი სასჯელით, გააუქმა მისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი და მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა, პატიმრობაში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყოფნის შემდეგ.

38 წლის დენიელ პერლი The Wall Street Journal-ის სამხრეთ აზიის ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ისლამისტი ექსტრემისტების შესახებ მასალაზე მუშაობდა, როცა 2002 წლის იანვარში ყარაჩიში გაიტაცეს. დაახლოებით ერთ თვეში ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოში მიიტანეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც პერლისთვის თავის მოჭრის აქტი იყო ასახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG