Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა


საქართველოს ფუტსალის ნაკრები

ფუტსალში, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე, ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ქულაა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა, საფრანგეთის ნაკრებთან სტუმრად ნათამაშები ფრის (4:4) შემდეგ, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუსეთს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 0:4.

საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებების გარდა, ამავე ჯგუფშია სომხეთის ნაკრები. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლომდე, აპრილამდე, თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდებიან - შინ და სტუმრად. ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები უმალ მოიპოვებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 2021 წლის 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურისთვის.

ევროპის ჩემპიონატს 2022 წლის იანვარ-თებერვალში ჰოლანდია უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG