Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მეცნიერები აცხადებენ, რომ რუსული Sputnik V-ი უსაფრთხო და ეფექტიანია


Sputnik V-ის შემქნელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ეფექტიანობა 91,6%-ს შეადგენს. ავტორიტეტიან სამეცნიერ ჟურნალმა Lancet-მა ვაქცინის მესამე სტადიის გამოცდის შედეგად მიღებული შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა.


ვაქცინის გამოცდის დროს ცნობილი გახდა ექსპერიმენტში მონაწილე ოთხი მოხალისის სიკვდილის შესახებ. სამი ლეტალური შემთხვევა ვაქცინაციის ჯგუფში გამვლინდა და კიდევ ერთი პლაცებოს ჯგუფში. მაგრამ გამომგონებლები ამ შემთხვევებს არ უკავშირებენ პრეპარატს. Sputnik V-ის გამოცდაში მონაწილე 45-ი პირი სხვადასხვა გვერდით მოვლენებს უჩიოდნენ.

Sputnik V-ის ვაქცინა შემუშავდა მოსკოვის ეპიდემილოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრში, სადაც ასეთ პრეპარატებზე მუშაობის დროს გამოყენებული ახალი ტენქოლოგია კორონავირუსის გენომის ადენოვირუსთან ერთად მიწოდებას ახდენს.

რუსეთმა, რომელიც COVID-19-ით დაავადების მაჩვენებლებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, მასშტაბური ვაქცინაცია გასულ თვეში დაიწყო. თუმცა როდესაც ვლადიმირ პუტინის განკარგულებით ქვეყანაში დაიწყო მასობრივი იმუნიზაცია, რუსეთში დამზადებული პრეპარატი Sputnik V ჯერ კიდევ გადიოდა კლინიკური გამოცდის მესამე, დასკვნით ფაზას.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ცნობით, Sputnik V-ით ვაქცინაცია უკვე გაიარა რუსეთის მილიონ-ნახევარმა მოქალაქემ.

1 თებერვალს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა განიხილოს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული და ჩინური ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში, თუკი ევროკავშირის მარეგულირებლები დაამტკიცებენ მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG