Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 15 792 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 688 შემთხვევა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 4.36%;

ბოლო 7 დღის - 3.87%;

ბოლო 14 დღის - 4.67%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 788-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 259 897 შემთხვევა. მათგან 251 077 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3221 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG