საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა. ქვეყანაში სულ 15 792 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 4,36 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- თბილისი - 295,
- აჭარა - 23,
- იმერეთი - 126,
- ქვემო ქართლი - 31,
- შიდა ქართლი - 45,
- გურია - 32,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 69,
- კახეთი - 50,
- მცხეთა-მთიანეთი - 7,
- სამცხე-ჯავახეთი - 7,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. ამავე პერიოდში 788-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 259 897 შემთხვევა. მათგან 251 077 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 221 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი