Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-ის ანალიტიკოსებმა მოინახულეს უჰანის კვლევითი ცენტრი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გამომძიებლები მივიდნენ ჩინეთის ქალაქ უჰანში განთავსებულ კვლევით ცენტრში, კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ მათი კვლევის ფარგლებში. WHO-ის გუნდის მიერ 3 თებერვალს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში სტუმრობა ჩინეთში მათი ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

ინსტიტუტში მოქმედებს ღამურათა კორონავირუსების გენეტიკური ინფორმაციის არქივი, მას შემდეგ, რაც 2003 წელს გავრცელდა სასუნთქი გზების მძიმე მწვავე სინდრომი, SARS-ი. ამ გარემოებამ გამოიწვია დაუდასტურებელი ხმები, რომ შესაძლოა, ამ არქივს კავშირი ჰქონდეს უჰანში COVID-19-ის გაჩენასთან. ჩინეთი ამ კავშირს გადაჭრით უარყოფს და გამოდის დაუდასტურებელი თეორიებით, რომ ვირუსი შესაძლოა სხვაგან წარმოიშვა და ქვეყანაში შეტანილ იქნა. ამ თეორიებს უარყოფენ საერთაშორისო მეცნიერები.

WHO-ის გუნდი 10 ქვეყნის ექსპერტებს მოიცავს. ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ, მათ გასულ კვირაში დაიწყეს მუშაობა და ჯერჯერობით ესტუმრნენ საავადმყოფოებს, კვლევით ცენტრებსა და ცხოველების ტრადიციულ ბაზარს, რომელიც კორონავირუსის პირველ შემთხვევებს უკავშირდება. მკვლევრების ჯგუფი ჯერჯერობით თავისი ვიზიტების და დისკუსიების შესახებ დეტალებზე არ ლაპარაკობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG