Accessibility links

site logo site logo

პოლიციამ პრეზიდენტის სასახლესთან „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა


საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა.

„ქართული მარშის“ წევრებმა აქციაზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები გააპროტესტეს და იგი გარეჯის „დროებით დაკარგვაში“ დაადანაშაულეს.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის 10 წუთი მოითხოვეს. 10 წუთის გასვლის შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარზე ბოქლომის დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების შედეგად დაკავებულ ორ აქტივისტს შორისაა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა.

შსს-ს თანახმად, საპატრულო პოლიციამ „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG