Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთი ახალი სამართლებრივი რეჟიმით ცდილობს თავი აარიდოს სანქციებს ყირიმში


რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საგანგებო სამართლებრივი რეჟიმის შესახებ, რომელმაც, ხელისუფლების ჩანაფიქრით, შესაძლოა თავი დააღწიოს დასავლეთის სანქციებს ინვესტორების ანონიმურობის წყალობით. დოკუმენტი მოიპოვა RBC-მ, მისი ნამდვილობა დაადასტურა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ახალი რეჟიმი - „განსაკუთრებული ადმინისტრაციული რაიონები“ - იმოქმედებს ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, მისი მონაწილეები კი შეიძლება გახდნენ რუსეთის კომპანიები ნებისმიერი რეგიონიდან, მაგრამ მათ ვერ ექნებათ ფილიალები და წარმომადგენლობები ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ.

ინვესტორებმა ყირიმის ეკონომიკაში უნდა დააბანდონ არანაკლებ 150 მილიონი რუბლისა - წარმოების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის ან დასვენების ორგანიზების განვითარებაში ან შექმნაში. ახალი რეჟიმის მონაწილე შეძლებს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შეღავათებით სარგებლობას.

რუსეთის კომპანიების უდიდესი ნაწილი არ გადის ყირიმის ბაზარზე სანქციების შიშით, რომლებიც მათ სავალუტო ინვესტიციებისა და ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობის გზას მოუჭრიდა, აღნიშნავს RBC.

დასავლეთის სანქციები რუსეთს პირველად დაუწესდა 2014 წლის ივლისში, მის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა მხარდაჭერის ფონზე. მას შემდეგ სანქციები ექვს თვეში ერთხელ გრძელდება. სანქციები კრძალავს ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციის იმპორტს, ანექსირებული რეგიონების ეკონომიკაში ინვესტირებას, ევროპული საკრუიზო გემების შესვლას ყირიმის პორტებში, ყირიმის კომპანიებისთვის გარკვეული საქონლის ექსპორტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG